loader

მალის სასტუმროში მძევლად აყვანილმა ტურისტმა ფანჯრიდან ეს კადრები გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალის სასტუმროში მძევლად აყვანილმა ტურისტმა ფანჯრიდან ეს კადრები გადაიღო

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მალის სასტუმროზე თავდასხმის დროს, სასტუმროში მყოფმა ჩინელმა სტუმარმა საკუთარი ნომრის ფანჯრიდან გადაიღო. ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო "რედისონში" დაახლოებით დილის 8 საათზე 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა და 170 ადამიანი აიყვანა მძევლად. მძევლებს შორის იყვნენ ჩინეთის მოქალაქეებიც, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ მალიში.

ბოლო მონაცემებით, შტურმის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ-მურაბითუნმა" აიღო.