loader

თურქეთში ცნობილი ქურთი ადვოკატი ქუჩაში ინტერვიუს დროს მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ცნობილი ქურთი ადვოკატი ქუჩაში ინტერვიუს დროს მოკლეს

თურქეთში, პოლიციასა და ქურთების მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას შორის მომხდარი ორმხრივი სროლის დროს, ცნობილი ქურთი ადვოკატი მოკლეს. ტაჰირ ელჩი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როცა სროლა დაიწყო. სროლის შედეგად, მის გარდა, ერთი პოლიციელიც დაიღუპა. 11 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ორი ჟურნალისტი.

ტაჰირ ელჩი პრეზიდენტ ერდოღანის საწინააღმდეგო განცხადებებითა და ქურთების მუშათა პარტიის მხარდამჭერით გამოირჩეოდა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.