loader

მარკ ცუკერბერგი ქალიშვილის დაბადების აღსანიშნავად, "ფეისბუქის" აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარკ ცუკერბერგი ქალიშვილის დაბადების აღსანიშნავად, "ფეისბუქის" აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს

"ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის აქციების 99%-ს, რაც დღეისთვის 45 მილიარდი დოლარის ტოლფასია, ქველმოქმედებას მოახმარს. "ფეისბუქის" აქციები ორგანიზაცია Chan Zuckerberg Initiative-ის განკარგულებაში იქნება.

ახალშობილი მაქსისთვის გაგზავნილ წერილში მშობლები - მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი წერენ, რომ თანხას ადამიანების პოტენციალის განვითარებასა და მომავალი თაობის ყველა ბავშვის თანასწორობისთვის დახარჯავენ. პირველ რიგში, თანხები მოხმარდება განათლებას, სხვადასხვა სახის ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კომუნიკაციების განვითარებას.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი 2012 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ. წყვილს პირველი შვილი - მაქსი 1-ელ დეკემბერს შეეძინა.