loader

კაიროში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაიროში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

კაიროში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ნიღბიანმა მამაკაცებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, თავად კი ადგილიდან მიიმალნენ.

თავდასხმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მომუშავე "ბიბისი"-ს კორესპონდენტს განუცხადეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა კვამლში გაიგუდა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა, რესტორნის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მიერ იყოს ორგანიზებული.