loader

ამაზონის ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაზონის ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ

ამაზონის ჯუნგლებში მობინადრე ავას ტომის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ახლოს არიან ბუნებასთან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეებში მცხოვრებ ტომის წევრებს, შვილად აჰყავთ გარეული ცხოველები და რაც ყველაზე აღსანიშნავია, ავას ტომის ქალები ახალდაბადებულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ. გარეული "შინაური ცხოველები", რომლებიც ავას ტომის წარმომადგენლებს ეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა თხილის გატეხვა, მაღალი ხეებიდან ხილის შეგროვება, თუ ტომელების მშვიდი ძილისთვის თვალყურის დევნება, ტომის სრულუფლებიანი წევრები არიან.

გარეული ტახები, ციყვები, ველური თუთიყუშები, მაიმუნები - ეს იმ გარეული ცხოველების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ავას ტომელებს მოშინაურებული ჰყავთ.