loader

Skype-ს დამფუძნებლებმა რობოტი-კურიერი გამოიგონეს, რომელიც ამანათს 20 წუთში მიუტანს მსურველს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Skype-ს დამფუძნებლებმა რობოტი-კურიერი გამოიგონეს, რომელიც ამანათს 20 წუთში მიუტანს მსურველს

ალბათ, უკვე იცით "ამაზონის" ინოვაციაზე, რომელიც შეკვეთას მომხმარებლებს დრონის საშუალებით დაურიგებს. ახლახან კი ახალმა კომპანია Starship Technologies-მა, რომელიც Skype-ის თანადამფუძნებლებმა: ატი ჰეინლამ და ჯანუს ფრისმა დააარსეს, რობოტი-კურიერი გამოიგონა, რომელიც შეკვეთილ პროდუქციას 15-20 წუთში მიუტანს მსურველს.

რობოტი ნავიგაციის სისტემითა და საფრთხის არიდების ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ამასთან, ადამიანებთან "კომუნიკაციაც" შეუძლია მიკროფონის დახმარებით. დანიშნულების ადგილზე მისულ რობოტს მომხმარებელი სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გახსნის. რობოტი-კურიერი, სავარაუდოდ, 2016 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე.

ასევე იხილეთ: "ამაზონის" ინოვაცია - ამიერიდან ამანათი თქვენთან თავად მოფრინდება