loader

ცხვირით "გრელკების" მბერავი ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხვირით "გრელკების" მბერავი ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობისთვის დააკავეს

გინესის ქართველმა რეკორდსმენმა მოსკოვში მილიონი რუბლის ოდენობის თანხა მოიპარა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჯემალ ტყეშელაშვილი რუსმა სამართალდამცველებმა ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრეი გალიაკბეროვის განცხადებით, პოლიციას მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ბინიდან ძვირადღირებული საათისა და დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ აცნობა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა მილიონ რუსულ რუბლს აღემატება.

ძარცვის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი ჯემალ ტყეშელაშვილი აღმოჩნდა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშული აღიარა.

ტყეშელაშვილი გინესის რეკორდების წიგნში, ცხვირიდან ჩაბერვით სათბურას (ე.წ. "გრელკას") გახეთქვით შევიდა. ცნობილია, რომ მას გაბერილი აქვს "ჯიპის" ტიპის მანქანის საბურავიც. ტყეშელაშვილი ასევე უკრაინის ჩემპიონია ძიუდოში. 2008 წელს ის მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. რეკორდსმენის ოცნებას ამერიკაში ჩასვლა და საფრენ ბილიკზე 612 ტონიანი "ბოინგის" 15 მეტრ მანძილზე გაწევა წარმოადგენდა.