loader

მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო РБК იტყობინება. აქტივისტების განცხადებით, ქალაქის მერიამ ოპოზიციასთან საპროტესტო მსვლელობის მარშრუტის შეთანხმებაზე უარი თქვა.

დაკავებულთა შორის პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარე სერგეი მიტროხინი და უფლებადამცველი ლევ პონომარიოვია. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რამდენიმე აქტივისტს მოედანი დაატოვებინეს. სამართალდამცველების განმარტებით, ისინი მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟებას აფერხებდნენ.

"ცვლილებათა მარში" დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.