loader

ჟირინოვსკიმ თინა კანდელაკს შეშლილი და ავადმყოფი უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟირინოვსკიმ თინა კანდელაკს შეშლილი და ავადმყოფი უწოდა

პარტია ЛДПР-ს ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სპორტული ტელეარხის, Матч ТВ-ს მთავარი რედაქტორი თინა კანდელაკი გააკრიტიკა და მას რუსების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

"Матч ТВ-ს ხელმძღვანელი თინა კანდელაკი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი დიდი ხანია აღარაა რუსების ქვეყანა და არის რუსი მოქალაქეების ქვეყანა. ჭკუიდან შეშლილა ეს კანდელაკი. ჩვენ ვითხოვთ მის შემოწმებას. ანუ რა გამოდის, რომ 120 მილიონი რუსი არ არსებობს და არის მხოლოდ ერთი ქართველი, კანდელაკი?! ჩვენ ვითხოვთ, გააგდონ ამ არხის ხელმძღვანელი და არ დავუშვებთ ამიერიდან არანაირ შეურაცხყოფას რუსების და რუსი ხალხის მიმართ", - განაცხადა ჟირინოვსკიმ პრესკონფერენციაზე.