loader

ავსტრიაში უცხოპლანეტელების დატოვებული 800 წლის მობილური ტელეფონი იპოვეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრიაში უცხოპლანეტელების დატოვებული 800 წლის მობილური ტელეფონი იპოვეს?

არხი Paranormal Crucible, რომელიც პარანორმალურ მოვლენებს იკვლევს, ირწმუნება, რომ არქეოლოგებმა "800 წლის მობილური ტელეფონი" აღმოაჩინეს. ნივთი, რომელიც ავსტრიაში იპოვეს, თანამედროვე მობილური ტელეფონის თიხის მოდელია, რომელზეც ლურსმული დამწერლობაა გამოყვანილი.

რადგან "ამოუცნობი" ნივთის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თანაც მისი მსგავსება Nokia-ს მობილურ ტელეფონთან ძალიან დიდია, ბევრი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს "კარგად დამუშავებული ტყუილია" და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან.

თუმცა, "უცხოპლანეტელებზე მონადირენი" ირწმუნებიან, რომ ეს ნივთი დამადასტურებელია იმისა, რომ უცხოპლანეტელები ოდესღაც სტუმრობდნენ დედამიწას; ან ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ დროში გადაადგილება რეალურია.