loader

ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

70 წლის შემდეგ იაპონიამ და სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს "ნუგეშისმცემელი ქალების" საკითხის დარეგულირების შესახებ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, 1930 წლიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე სექსუალური კავშირი ჰქონოდათ იაპონელ ჯარისკაცებთან. შეთანხმების მიხედვით, იაპონიის მთავრობა საბოლოო ბოდიშს მოიხდის და ასევე, 1 მილიარდ იენს (8.3 მილიონი დოლარი) გადარიცხავს ფონდში, რომელიც ზემოთ ხსენებული ქალებისთვის ზრუნავს.

როგორც ცნობილია, 200 000-მდე ქალი და გოგონა იძულებული იყო, სექსი ჰქონოდა იაპონელ ჯარისკაცებთან. დაზარალებულების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან იყო, დანარჩენები კი ჩინეთიდან, ტაივანიდან, ჰოლანდიიდან, ფილიპინებიდან და ინდონეზიიდან.

შანხაის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, კერძოდ, 400 000-მდე, რომელთაგან დაახლოებით 200 000 ჩინელი ქალი იძულებული იყო, ემუშავა უფასო პროსტიტუტად.

პირველი ჩინელი გადარჩენილი, რომელმაც ამ თემაზე ხმა ამოიღო, აწ უკვე გარდაცვლილი ვან აიჰუა იყო. ის მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც შეიპყრეს, აწამეს და გამუდმებით აუპატიურებდნენ. ტრავმა იმდენად დიდი აღმოჩნდა მისთვის, რომ უკვე ზრდასრული დიდ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს განიცდიდა და ვერ შეძლო გათხოვება და ბავშვის ყოლა. საბოლოოდ მან გოგონა აიყვანა შვილად.