loader

ვინ არის ქალი, რომელიც ჩრდილოკორეელებს ეკრანებიდან "სიცრუეში აცხოვრებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელიც ჩრდილოკორეელებს ეკრანებიდან "სიცრუეში აცხოვრებს"

ოთხშაბათს, თავისი ჩვეული ტონით რი ჩუნ-ჰიმ კორეის ცენტრალური ტელევიზიით მაყურებელს აუწყა, რომ ახალი ამბები ჰქონდა და მთელი გრძნობით და სიამაყით განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა წყალბადის ბომბი.

ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, როგორც ცნობილია, 1943 წელს დაიბადა და თავდაპირველად მსახიობობისთვის ემზადებოდა, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ, 1971 წელს, ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ უკვე 40 წელია, რაც ის საზოგადოებას ატყობინებს სხვადასხვა სახის ახალ ამბებს. მას მოუწია მძიმე ამბების გაზიარება მაყურებლისთვის. რი ჩუნ-ჰი იყო ის ადამიანი, ვინც 1994 წელს ლიდერ კიმ ირ ირის გარდაცვალების ამბავი სულ ტირილ-ტირილით გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეო| როგორ გამოაცხადეს კიმ ჩენ ირის გარდაცვალება ჩრდილოეთ კორეაში

2012 წელს 69 წლის ტელეწამყვანმა CCTV-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მზად იყო, გადამდგარიყო. "ძალიან ბევრი ქალი წამყვანია, რომლებიც ახალგაზრდები და ლამაზები არიან და უფრო შესაფერისები მაყურებელთა თვალისთვის", - განაცხადა რი ჩუნ-ჰიმ.