loader

"მე მოგცემ ფულს, რამდენიც დაგჭირდება" - ობამამ ბაიდენს შვილის მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება შესთავაზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მოგცემ ფულს, რამდენიც დაგჭირდება" - ობამამ ბაიდენს შვილის მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება შესთავაზა

"სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ როგორ იყო პრეზიდენტი ობამა შეწუხებული და ნერვიულობდა, როცა ჯო ბაიდენის უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გენერალური პროკურორის პოსტის დატოვება მოუხდა.

ბაიდენის თქმით, მან პრეზიდენტთან საუბრისას ახსენა, რომ მისი შვილის, ბიუს ოჯახის გამო ძალიან ღელავდა, რადგან ისინი შემოსავლის გარეშე რჩებოდნენ. ბაიდენს ობამამ ფინანსური დახმარება შესთავაზა.

"მე ვუთხარი, გამოვძვრებით-მეთქი, ვუთხარი, სახლს გავყიდი და ყველაფერი გადაივლის-მეთქი. წამოდგა და მითხრა, სახლი არ გაყიდო. დამპირდი ჯო, რომ სახლს არ გაყიდი, მე მოგცემ ფულს, რამდენიც დაგჭირდება - მითხრა მან. ვუთხარი, შეიძლება არც დაგვჭირდეს სახლის გაყიდვა-მეთქი და დაიჟინა, პირობა მომეცი, რომ არ გაყიდიო", - ჰყვება ბაიდენი.

ჯო ბაიდენის ვაჟი ბიუ ბაიდენი გასული წლის მაისში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. "მადლიერების დღე ძალიან მძიმე იყო. არავინ ვიყავით მზად, ბიუს ცარიელი სკამი დაგვენახა მაგიდასთან", - იხსენებს ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს, რომ ობამა მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსი ან მეგობარი. "ის ოჯახის წევრია", - აცხადებს ბაიდენი.