loader

ჯაკარტაში ტერორისტებმა თავი აიფეთქეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაკარტაში ტერორისტებმა თავი აიფეთქეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ცნობით, არის მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან ექვსი აფეთქება მოხდა. შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია უფრო მეტ მსხვერპლზეც.

ჯაკარტის პოლიციის ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრთანაც მოხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქებებს სროლის ხმა მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმებში კი დაახლოებით 14 მებრძოლი მონაწილეობდა.