loader

ეს ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეკლესიაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეკლესიაა

ტაივანის ჩრდილო-დასავლეთით ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააშენეს. 320 პანელისგან შემდგარი ლურჯი მინის შენობა 16 მეტრი სიმაღლისაა.

ეკლესიის ასაშენებლად 23 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ბროლის ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ტაივანის ლანდშაფტის პარკშია განთავსებული და ის ახალგაზრდა გოგონას, ვონგის ხსოვნას მიუძღვნეს. მძიმედ ავადმყოფობის გამო გოგონას ორივე ფეხი მოკვეთეს, რის გამოც მისი ქორწინება ჩაიშალა, მან კი დარჩენილი ცხოვრება ეკლესიაში გაატარა.

თანამედროვე არქიტექტურის ეკლესიაში რელიგიური მსახურება არ გაიმართება. ეკლესია მხოლოდ საქორწილო ცერემონიებს და ტურისტებს მოემსახურება.