loader

სიკეთის გაკვეთილი 19 წლის ბიჭისგან - ფოტოს ისტორია, რომელმაც ინტერნეტი აღაფრთოვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიკეთის გაკვეთილი 19 წლის ბიჭისგან - ფოტოს ისტორია, რომელმაც ინტერნეტი აღაფრთოვანა

ინდიანას ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელი მას შემდეგ გახდა ინტერნეტვარსკვლავი, რაც მის შესახებ სუპერმარკეტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა "ფეისბუკზე" დაწერა. 35 წლის სარან ოუვენ ბიგლერი პატარა ქალიშვილთან ერთად საოცარ სანახაობას შეესწრო.

როგორც 35 წლის სარან ოუვენ ბიგლერმა დაწერა, მის წინ რიგში მყოფი მოხუცი დარჩენილი ხურდებით ყოველ ნივთს სათითაოდ ყიდულობდა, რადგან არ იცოდა,  ეყოფოდა თუ არა თანხა. მოლარე იშმაელ გილბერტი კი მას მოთმინებით ეხმარებოდა თითოეული თეთრის დათვლაში. ამ ხნის განმავლობაში ბიჭი წამიერადაც კი არ გაღიზიანებულა და უხეშად არ მიუმართავს ქალისთვის. ამ სანახაობით მოხიბლულმა ოუვენ ბიგლერმა კი მაღაზიის მეპატრონეს მადლობა გადაუხადა კარგი თანამშრომლისთვის.

19 წლის იშმაელ გილბერტარისა და მოხუცი ქალის ისტორია ნებისმიერი ადამიანისთვის სიკეთის კარგი გაკვეთილია.