loader

ახდება თუ არა 5 წლის ავღანელი მესის ფანის ოცნება, რომელიც მთელმა მსოფლიომ ფოტოსურათით გაიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახდება თუ არა 5 წლის ავღანელი მესის ფანის ოცნება, რომელიც მთელმა მსოფლიომ ფოტოსურათით გაიცნო

ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში დიდი აურზაური გამოიწვია ბიჭუნას ფოტომ, რომელიც მესის პატარა ფანია. ბავშვს სპორტული მაისურის ნაცვლად, პოლიეთინელის პარკი აცვია, რომელსაც მელნით აქვს მიწერილი არგენტინელი ფეხბურთელის გვარი და ნომერი.

ბიჭუნა 5 წლის მურთაზა აჰმადი გამოდგა, რომელიც ერთ დღეს მსოფლიო მასშტაბით პოპულარული გახდა. ვინაიდან პატარას მაისურის შესაძენი თანხა არ ჰქონდა, ძმასთან ერთად პოლიეთილენის პარკისგან მაისური გამოჭრა და წარწერა გააკეთა "მესი". უფროსმა ძმამ პატარას ფოტო გადაუღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რეაქციამაც არ დააყოვნა. პატარას ძებნა მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს, მათ შორის,  ორიგინალური მაისურის პატრონს თავად ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი მესიც ეძებს.

მესიმ პატარა ფანის ფოტო "ტვიტერზე" ატვირთა და გულშემატკივრებს სთხოვა, დახმარებოდნენ მის პოვნაში. ფეხბურთელს სურს, რომ პატარას შეხვდეს და საკუთარი მაისური თავად გადასცეს.

ერთი პრობლემა უკვე მოგვარდა. პატარა ფანის ადგილსამყოფელი გაირკვა. ის ავღანეთის ქალაქ ჯაღორში ცხოვრობს.