loader

წამყვანი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა - რა იყო მისი ბოლო სიტყვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წამყვანი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა - რა იყო მისი ბოლო სიტყვები

"რათა გავაგრძელოთ არხ "40"-ის პოლიტიკა და შემოგთავაზოთ უახლესი ამბები ძალადობაზე, თქვენ კიდევ ერთ თვითმკვლელობის მცდელობას ნახავთ", - ეს იყო ბოლო სიტყვები დიქტორ ქრისტინ ჩაბაკის. ამის შემდეგ მან ამოიღო იარაღი, რომელსაც მაგიდის ქვეშ ინახავდა, თავზე მიიდო და გაისროლა. კამერები კი ამ ყველაფერს იღებდა.

ჩაბაკი ადგილობრივი არხის წამყვანი იყო და როდესაც 1974 წლის 15 ივლისს პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა, საზოგადოებაში პანიკა გაჩნდა. ჩაბაკი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და 14 საათის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ამსახველი კადრები ადგილობრივი არხის მენეჯმენტმა დალუქა და მას შემდეგ არავის უნახავს.

წლები გავიდა და ქრისტინ ჩაბაკის თვითმკვლელობა ხალხს მიავიწყდა, მაგრამ წელს კვლავ აქტუალური გახდა, ვინაიდან სანდენსის ფესტივალზე ორი ფილმი წარადგინეს, რომლებმაც ძალიან კარგი შეფასებები დაიმსახურა.