loader

ახალშობილ ტყუპს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა სასწაულებიც ხდება... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალშობილ ტყუპს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა სასწაულებიც ხდება...

2007 წლის 4 ივლისს ალისა და მაიკლ დანებს ტყუპი გოგონები, მადელინი და იზაბელა შეეძინათ. ექიმთან მორიგი ვიზიტისას პედიატრმა შეამჩნია, რომ მადელინის მუცელი შებერილი იყო. ულტრაბგერამ აჩვენა, რომ პატარას სიმსივნე ჰქონდა. ალისამ და მაიკლმა გოგონა მიჩიგანში, ბავშვთა საავადმყოფოში ექიმ ჯეფრი ტაუბთან წაიყვანეს. როდესაც ჯეფრი მადელინს ტესტს უტარებდა, მისი ყურადღება იზაბელამ მიიპყრო. "მე და ჩემს კოლეგას ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც არ იყო კარგად. მშობლებს ვთხოვეთ, თუ შეიძლებოდა, იზაბელას მუცელი გაგვესინჯა. როდესაც მას ულტრაბგერა ჩავუტარეთ, აღმოჩნდა, რომ მასაც ის სიმსივნე ჰქონდა, რაც მადელინს", - იხსენებს ექიმი ტაუბი.

პატარები ცალ-ცალკე პალატებში მოათავსეს და მათი მკურნალობა დაიწყეს. ამასობაში კი დანის ოჯახი და მეგობრები სასწაულისთვის ლოცულობდნენ. ოქტომბრისთვის გოგონები უკვე მომაგრდნენ და მათ მკურნალობის სახლში დასრულების ნება დართეს. 14 დეკემბერს ოჯახმა გასახარებელი ინფორმაცია გაიგო...