loader

ბოლივიაში სიდიდით მეორე ტბა დაშრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლივიაში სიდიდით მეორე ტბა დაშრა

ბოლივიაში, კლიმატის ცვლილებისა და ინდუსტრიული საქმიანობის გამო, სიდიდით მეორე, ლოს-ანჯელესის ზომის ტბა, სახელად პოოპო დაშრა. ნასას დედამიწის ობსერვატორიის მიერ გადაღებულ ფოტოზე ტბის ადგილზე მტვრიანი ნიადაგია აღბეჭდილი.

ჭაბურღილებმა და აგროკულტურულმა დივერსიებმა, 3000 კილომეტრის რადიუსის ტბის დაშრობა გამოიწვია. სახელმწიფომ არეალს კატასტროფის ზონა უწოდა. მომხდარის გამო, ათი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასულიყო.

მეცნიერების თქმით, წვიმიდან წვიმამდე წყალი სამჯერ უფრო სწრაფად ორთქლდებოდა, ვიდრე ჩველებრივ.

"აქ მომავალი არ არსებობს" - აცხადებს 29 წლის ჟუვენალ გუტიერესი, რომელსაც ტბის დაშრობის შემდეგ მეზობელ ქალაქში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.

ბიოლოგები ამბობენ, რომ ტბასთან მცხოვრები ფრინველების 75 პროცენტი სხვაგან გაფრინდნენ. ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგი მარკ ბუში აცხადებს, რომ სამომავლოდ გლობალური დათბობის და დაშრობის საფრთხე ანდების მთელ მთათა სისტემას ემუქრება.

წყარო: Allnews.ge