loader

ჯიჰადისტთა თავდასხმისას მალიში გაერო-ს ხუთი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯიჰადისტთა თავდასხმისას მალიში გაერო-ს ხუთი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

მალიში "ბოევიკთა" თავდასხმის შედეგად გაერო-ს 5 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან.

თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. "ბოევიკებმა" მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი ბაზის ტერიტორია დაცხრილეს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ალ-ქაიდას ფილიალმა, დაჯგუფება "ანსარ ად-დინმა" აიღო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და დასძინა, რომ გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის.