loader

აფრიკაში მზის ეგერგიაზე მომუშავე ავტობუსი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფრიკაში მზის ეგერგიაზე მომუშავე ავტობუსი შექმნეს

უგანდელი პოლ ისააკ მუსასიზი ბავშვობიდან ჩხირკედელა იყო. ის ბავშვობაში ხშირად შლიდა და აწყობდა სხვადასხვა საოჯახო ტექნიკას, ტელევიზორებს და სხვადასხვა დეტალებისგან სათამაშო ავტომობილებს აწყობდა.

ამჟამად იგი 35 წლისაა და უგანდური ტექნოლოგიური კომპანია kiira motors corporation-ის გენერალური დირექტორია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით აეწყო პირველი აფრიკული მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი, რომლის დემონსტრირებაც 16 თებერვალს მოხდება.

"უგანდაში მზე ფაქტობრივად არ ჩადის. არც ერთ ქვეყანაში არ იქნება მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები ისეთი წარმატებული, როგორც აფრიკაში, განსაკუთრებით ეკვატორთან ახლოს. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს და გავაკეთოთ ბიზნესი ბუნების ამ საჩუქრისგან," - აცხადებს პოლი.