loader

10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ "ზიკა" ვირუსზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ "ზიკა" ვირუსზე

10. რა არის "ზიკა"? "ზიკა" მომაკვდინებელი და საშიში ვირუსია, რომელიც ადამიანს კოღოს კბენის შედეგად გადაეცემა. ვირუსი საკმაოდ სახიფათოა ორსული ქალებისთვის. ამჟამინდელი მონაცემებით, ბრაზილიაში ყოველი 50 ბავშვიდან ერთი "ზიკა" ვირუსის გამო დეფექტით იბადება.
9. "ზიკა" ვირუსის ისტორია. "ზიკა" ვირუსს სახელი უგანდაში არსებული ტყის, სახელად ზიკას გამო დაარქვეს, სადაც პირველად დაფიქსირდა შემთხვევა მაიმუნებში. ადამიანებში კი ვირუსი 1954 წელს ნიგერიაში გამოჩნდა. ამჟამად ვირუსი 21 ქვეყანაში არის გავრცელებული, მათ შორის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
8. "ზიკა" და ორსულობა. ცენტრალური ამერიკის ქვეყნის, ელ სალვადორის ხელისუფლებამ ქალებს მოუწოდა, რომ მომდევნო ორი წელი თავი შეიკავონ დაფეხმძიმებისგან, რათა თავიდან აიცილონ ვირუსთან დაკავშირებული გართულებები. აღნიშნული ფაქტი ქალთა უფლებების დაცვის ჯგუფმა გააკრიტიკა და განაცხადეს, რომ გაუპატიურებების და კონტრაცეფციების სიმცირის გამო ლათინურ ამერიკაში და კარიბში 50% დაუგეგმავი ორსულობაა.
7. Aedes Mosquito. "ზიკა" ვირუსის გადამტანები Aedes Mosquito-ები არიან, რომლებიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში მდებარეობენ. მდედრობითი სქესის მოსკიტოები ადამიანის სისხლს წოვენ და დაინფიცირების შემთხვევაში სხვა ადამიანზე გადააქვთ კბენით დაავადება.
6. ლიკვიდაცია. Aedes Mosquito-ს ლიკვიდაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამოსავალი შეიძლება იყოს გენური ინჟინერია. ბრიტანულმა ფირმა Oxitec-მა მამრობითი სქესის მოსკიტოები შექმნა, რომლებსაც თვითგანადგურება შეუძლიათ.
5. ებოლაზე უფრო სახიფათო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ირწმუნება, რომ "ზიკას" აფეთქება უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე ებოლა, ვინაიდან "ზიკა" ვირუსით ინფიცირებული ადამიანების 80% არანაირ სიმპტომებს არ ავლენს, რაც უფრო რთულს ხდის დაავადების გამოვლენას. ამჟამად ეს ვირუსი არ იკურნება და ვაქცინის შემუშავებას 10 წელი დასჭირდება.
4. "ზიკა" და თავის პათოლოგიური სიპატარავე. ორსული ქალები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან "ზიკა" ვირუსით, რისკის ქვეშ არიან, რომ ისინი ნაყოფს დააინფიცირებენ. ვირუსი ნაყოფის ტვინს აზიანებს და უშლის მის განვითარებას. ამ დეფორმაციას თავის პათოლოგიური სიპატარავე ჰქვია. დაავადება სერიოზულად აზიანებს ტვინს და ასევე, იწვევს სიკვდილიანობას.
3. გიენ-ბარის სინდრომი. "ზიკა" ვირუსმა შეიძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. გიენ-ბარი ყველას შეიძლება დაემართოს. სინდრომი იმუნურ სისტემას აიძულებს, სხეულს შეუტიოს, რაც იწვევს დამბლას და სიკვდილს. მის დროს ხელებსა და ფეხებში მოძრაობითი ან მგრძნობელობითი ფუნქციები ირღვევა, ზოგს აღენიშნება სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ტკივილი. ხშირად პაციენტებს უძნელდებათ ყლაპვა, გაორებული აქვთ მხედველობა. მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთების სისუსტე იწყება ქვედა კიდურებში და რამდენიმე ხანში ზედა კიდურებზეც ვრცელდება.
2. სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი. 2016 წელს ტეხასში "ზიკა" ვირუსით სქესობრივი კონტაქტით ქალბატონი დაავადდა პარტნიორისგან, რომელიც ვენესუელაში დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები ადამიანებს ურჩევენ, რომ 6 თვის მანძილზე თავი აარიდონ იმ მამაკაცების სპერმას, რომლებიც დაინფიცირდნენ.
1. ვირუსის მომავალი. წინასწარი მონაცემებით, ვირუსი წელს დასავლეთ ნახევარსფეროში გავრცელდება, ასევე - აზიასა და აფრიკაში, სადაც Aedes Mosquito-ები ბინადრობენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Aedes Mosquito-ს მონათესავე Aedes Albopictus-მა შეიძლება "ზიკა" ევროპაშიც ჩაიტანოს.