loader

"ბროლის ბიბლია", რომელიც მილიარდი წელი გაძლებს - მეცნიერების ახალი გამოგონება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბროლის ბიბლია", რომელიც მილიარდი წელი გაძლებს - მეცნიერების ახალი გამოგონება

მეცნიერებმა საუთჰემპტონიდან ბროლის დისკი შექმნეს, რომელსაც შეუძლია მილიარდი წლის განმავლობაში ინფორმაციის შენახვა. მათ მოახერხეს და მიაგნეს ხერხს, თუ როგორ შეინახონ ამ პატარა დისკებზე დიდი მოცულობის მქონე ინფორმაცია, რომლის ჩაწერა ლაზერული სხივებით ხდება. ბროლის დისკს 360 ტერაბაიტის ინფორმაციის დატევა შეუძლია და მოწყობილობა 1000 გრადუს ცელსიუსს უძლებს, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე მას 13.8 მილიარდი წელი შეუძლია გაძლოს. ახალი ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერებმა უკვე მოახერხეს დისკზე ჩაეწერათ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და ბიბლია. ისინი ასევე გეგმავენ, დისკზე ჩაწერონ ეროვნული არქივის, მუზეუმების და ბიბლიოთეკების მონაცემები.