loader

ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაქ ობამა - დონალდ ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაქ ობამა - დონალდ ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელედებატების დროს განაცხადა.

"თუ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინზე, ვფიქრობ, ის რუსეთისთვის ძლიერი ლიდერია, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი ლიდერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პუტინს მხარს ვუჭერ", - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ის ამას არ ამბობს უარყოფით ან დადებით ჭრილში, ის ამბობს იმას, რაც ფაქტია. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები გუშინ მაიამიში გაიმართა. რაც შეეხება შიდაპარტიულ არჩევნებს, შტატების უმრავლესობაში უკვე ჩატარდა. "რესპუბლიკელებს" შორის დონალდ ტრამპი, "დემოკრატებს" შორის კი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.