loader

"ბი-ბი-სის" მტკიცებით, თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები მიგრანტებს თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბი-ბი-სის" მტკიცებით, თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები მიგრანტებს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მიგრანტების გადაადგილებას ასახავს .
ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ ჯოხებით ნავში მყოფ მიგრანტებს თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მაშინ მოხდა, როცა მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდნენ.

ლტოლვილებმა თურქული მხარე თავდასხმაში დაადანაშაულეს, თუმცა, ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ ჯოხების საშუალებით ნავის შეჩერება სურდათ.