loader

10 ბიბლიური სასწაული, რომელსაც მეცნიერების აზრით, ახსნა აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ბიბლიური სასწაული, რომელსაც მეცნიერების აზრით, ახსნა აქვს

შეიძლება თუ არა, ბიბლიაში მოყვანილ სასწაულებს მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ? მეცნიერთა ნაწილი ფარ-ხმალს ყრის; ზოგი მათგანი სწორედ კვლევების შემდეგ ხვდება, რომ ყველაფერს მეცნიერულად ვერ ახსნი და დანარჩენისთვის ღმერთის რწმენაა საჭირო; ზოგი კი მაინც ცდილობს, რომ სასწაულები მეცნიერულად ახსნას... წარმოგიდგენთ Alltime10s-ის ფილმს, რომელშიც მეცნიერთა ნაწილის მცდელობაა წარმოდგენილი, ბიბლიურ სასწაულებს რაიმე ახსნა მოუძებნონ. რამდენად დამაჯერებელია ისინი, თავად განსაჯეთ:

10: წითელი ზღვა - "წიგნი გამოსვლათაში" ღმერთი მოსეს აძლევს ძალას, რომ მან წითელი ზღვა ორად გაყოს და ებრაელებს საშუალებას აძლევს, ეგვიპტიდან გაიქცნენ. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ზღვის გაყოფა ბუნებრივი მოვლენებით შეიძლება იქნეს განპირობებული.
9: ნოეს კიდობანი - ნოემ იმხელა კიდობანი ააშენა, რომ შესაძლებელი იყო, დატბორვისგან ეხსნა სხვადასხვა ცხოველი. იმდროინდელი მონაცემებით, დაახლოებით 35 000-მდე ცხოველის სახეობა იქნა გადარჩენილი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კიდობანი 144 მეტრი სიგრძის იყო. მეცნიერების თქმით, შესაძლებელია ამხელა ნავმა და მასზე მყოფმა 70 000-მდე ცხოველმა ზღვაში იცურაოს.
8: ცეცხლმოკიდებული ბუჩქი - "წიგნი გამოსვლათაში" მოსეს თანდასწრებით ბუჩქები მოულოდნელად ალდება და მოსე ღმერთის ხმას გაიგებს. ფიზიკოსი კოლინ ჰამპფრეი მიიჩნევს, რომ ბუჩქი, სავარაუდოდ, აკაცია იყო და ვულკანის ხვრელთან იზრდებოდა, რამაც მისი აალება გამოიწვია. ფსიქოლოგიის პრეფესორი ბენი შენონი კი აცხადებს, რომ ღმერთის ხმა, რომელიც მოსემ გაიგონა, ჰალუცინეგონური სუბსტანციების მიღებით იყო გამოწვეული.
7: ეგვიპტის 10 სასჯელი - ებრაელებისადმი ცუდად მოპყრობის გამო ღმერთმა ეგვიპტის ფარაონი დასაჯა და მას 10 სასჯელი მოუვლინა. მეცნიერებმა თითოეული ამ სასჯელის ახსნა სცადეს.
6: წარღვნა - "წიგნი დაბადებისაში" ღმერთი წარღვნას მოავლენს და 40 დღე-ღამის განმავლობაში კოკისპირულ წვიმას დაუშვებს. 10 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე თანამედროვე მსოფლიოს უმეტესობა ყინულის ფენის ქვეშ იყო დაფარული. ათასწლეულების შემდეგ პლანეტაზე დათბა. 5 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ზღვის დონეებმა მოიმატა და ხმელთაშუა ზღვა იმ დონემდე ავიდა, რომ ყველაფერი ირგვლივ დატბორა.
5: სოდომი და გომორი - ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა ეს ორი უძველესი ქალაქი მასში მცხოვრებთა ცოდვების გამო გაანადგურა. მეცნიერთა ნაწილის აზრით კი, შესაძლოა, ქალაქი ასტეროიდის ჩამოვარდნამ მოსპო.
4: იერიქონის კედლები - ეგვიპტის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღთქმული ქვეყნის დასაპყრობად პალესტინაზე გაილაშქრეს, დაიპყრეს იერიქონიც და მიწასთან გაასწორეს. ბიბლიის თანახმად, ებრაელთა სამხედრო ტექნიკა უძლური აღმოჩნდა იერიქონის დასანგრევად. მის დანგრევას მიაღწიეს მეომრებმა მხოლოდ ღვთისაგან კურთხეული წმინდა საყვირების გუგუნით. საყვირების ხმაურმა ჰაერის ისეთი რხევა გამოიწვია, რომ სულ ერთიანად დაანგრია ქალაქის გალავანი. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ იერიქონი სეისმურად აქტიურ ადგილას მდებარეობდა და შესაძლებელია, ქალაქის დანგრევა მიწისძვრას გამოეწვია.
3: განკურნება - ბიბლიის ვერსიით, იესოს შეეძლო სასწაულის მოხდენა და განეკურნა სნეულები. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ სრულიად შესაძლებელია, ეს ყველაფერი პლასიბოს ეფექტი ყოფილიყო.
2: მკვდრეთით აღდგომა - ბიბლიაში აღნიშნულია, რომ მაცხოვარმა მკვდრები გააცოცხლა. მეცნიერების მტკიცებით კი, შესაძლებელია, რომ ისინი არ ყოფილან გარდაცვლილები და არასწორად დასმული დიაგნოზი ჰქონდათ.
1: იესოს წყალზე გავლა - ბიბლიიდან ყველაზე ცნობილი სასწაული იესოს წყალზე გავლაა. მეცნიერების აზრით, წყალქვეშ არსებული ყინულები შეიძლება ამ სასწაულის მიზეზი ყოფილიყო.
მომზადებულია Alltime10s-ის მიხედვით.