loader

ეიფელის კოშკი დაიხურა - ფრანგი სტუდენტებისა და პოლიციელების შეტაკება შუშის ბოთლებით, საღებავებითა და ცრემლსადენი გაზით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეიფელის კოშკი დაიხურა - ფრანგი სტუდენტებისა და პოლიციელების შეტაკება შუშის ბოთლებით, საღებავებითა და ცრემლსადენი გაზით

ფრანგი სტუდენტები შრომითი კოდექსის რეფორმებს აპროტესტებენ. პარიზის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა. სტუდენტებმა პოლიციელებს შუშის ბოთლები და საღებავები დაუშინეს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

დახურულია ეიფელის კოშკიც, რადგან მისი თანამშრომლებიც აქციებს შეუერთდნენ.