loader

10 ყველაზე სულელი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო და გაანიავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ყველაზე სულელი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო და გაანიავა

როდესაც მილიარდში ერთი შანსი გაქვს, მოიგებ თანხას და ყველაფერს გაანიავებ... არხი Alltime10s წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სულელ ადამიანს, რომლებმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგეს.

10: მაიკლ კეროლი, 15.2 მილიონი დოლარი - 2002 წელს ბრიტანელმა მაიკლ კეროლმა ლატარიაში 15.2 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ თანხა გართობაში დახარჯა და სულ გაანიავა.
9: ამერიკო ლოპესი, 38.5 მილიონი დოლარი - 2009 წლამდე ამერიკო ლოპესი ნიუ ჯერსიში სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. მან და მისმა თანამშრომლებმა ერთად გადაწყვიტეს ლატარიის ბილეთის ყიდვა. ერთ დღესაც ლოპესმა გაიგო, რომ ბილეთმა 38.5 მილიონი დოლარი მოიგო. მან გადაწყვიტა, რომ კოლეგებისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა და სამსახურიდან წავიდა. ლოტოს მოგების ამბავი მისმა თანამშრომლებმა გაზეთიდან შეიტყვეს და ლოპესს სასამართლოში უჩივლეს. მოსამართლემ აიძულა ამერიკოს თანხის ხუთად გაყოფა.
8: ტომას როსი, 1.3 მილიონი დოლარი - ტომას როსი მეუღლეზე, დენისზე, 26 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. 1997 წლის კი, მოულოდნელად, დენისმა განქორწინება გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, 11 დღით ადრე მან ჯეკპოტში 1.3 მილიონი დოლარი მოიგო და ქმარს არ გაუმხილა. ტომასმა ეს ამბავი 2 წლის შემდეგ შეიტყო და ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა.
7: იან გელტრესი, 1.5 მილიონი დოლარი - ბრიტანეთში მცხოვრები იან გელტრესი ყოველთვის ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და ერთხელაც მისმა ბილეთმა 1.5 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ სამწუხარო ამბავი მოხდა - იანმა მოგებული ბილეთი ვერ იპოვა.
6: ხოსე ანტონიო კუა-ტოკი, 750 000 დოლარი - 2010 წელს ხოსე ანტონიო კუა-ტოკიმ 750 000 დოლარი მოიგო ლატარიაში. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა იგი ძალიან გაახარა, მაგრამ იმის გამო, რომ ეშინოდა, არ გაეგოთ, რომ ამერიკაში ემიგრანტად იმყოფებოდა, თავის ბოსს, ერიკ სერვანტეს სთხოვა თანხის გამოტანა. ერიკმა მოიტყუა, რომ ბილეთი მას ეკუთვნოდა და თანხა მიითვისა. ხოსემ სერვანტესს სასამართლოში უჩივლა და მოიგო კიდევაც, თუმცა ბოლოს მაინც დეპორტირებულ იქნა.
5: ეველინ ადამსი, 5.4 მილიონი დოლარი - ეველინ ადამსმა ნიუ ჯერსის ლატარიაში 1980 წელს, ოთხი თვის გნამავლობაში ორჯერ მოიგო და ჯამში 5.4 მილიონი დოლარი დააგროვა. მან მთელი თანხა აზარტულ თამაშებში დახარჯა.
4: კრისტინა გუდნაუ, 1 მილიონი დოლარი - ორეგონში მცხოვრებ კრისტინა გუდნაუს მიერ შეძენილმა ლატარიის ბილეთმა 1 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან ბილეთი გარდაცვლილი დედამთილის საკრედიტო ბარათით შეიძინა, რომელი ქმედებაც არალეგალური იყო. როდესაც პოლიციამ ეს ამბავი გაიგო, მას მთელი თანხა ჩამოართვეს და ციხეში გაუშვეს.
3: როჯერ და ლარა გრიფიტები, 2.8 მილიონი დოლარი - ბრიტანელმა წყვილმა როჯერ და ლარა გრიფიტებმა ლატარიაში 2.8 მილიონი დოლარი მოიგეს. ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ როჯერი და ლარა გაიყარნენ და როჯერს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 დოლარი ჰქონდა დარჩენილი. წყვილმა ფული სულელურ ინვესტიციებში ჩადო.
2: ჯონ როს ჯუნიორი, 2 მილიონი დოლარი - როდესაც ჯონ როს ჯუნიორმა კალიფორნიის ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო, მან თქვა, რომ პირველი, რასაც გააკეთებდა, მანქანას იყიდიდა. მოგებიდან სამი თვის შემდეგ მან "დაითრია" მანქანა, მაგრამ არა ისე, როგორც მოელოდით. ჯონი მაშინ დააკავეს, როდესაც მეგობარს მანქანის მოპარვაში ეხმარებოდა.
1: ანონიმი, 75 000 მილიონი დოლარი - ორმა უცნობმა ძმამ 2013 წელს კანზასის ლატარიაში 75 000 დოლარი მოიგო. მათ სახლში გიჟური ფართი მოაწყვეს და სახლი ააფეთქეს.