loader

ოფშერთან დაკავშირებული სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოფშერთან დაკავშირებული სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერი გადადგა

ოფშორთან დაკავშირებული სკანდალის ერთ-ერთი ფიგურა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ცნობილია, სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გუნლეიგსონმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა. მოგვიანებით ის შეეცადა, პარლამენტი დაეთხოვა, თუმცა პრეზიდენტისგან უარი მიიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლა უკვე ყოფილი პრემიერი ისლანდიის პროგრესული პარტიის ლიდერად დარჩება. ქვეყნის პრემიერის პოსტზე კი, წინასწარი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პანამის სკანდალური დოკუმენტების თანახმად, სიგმუნდურ გუნლეიგსონმა 2009 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, მოგვიანებით კი აქციების 50% მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.