loader

თქვენი ყოფილი ცოლი გათხოვდა და ჩვენ როდის ვნახავთ პირველ ლედის? - პუტინს პირადზე შეკითხვა დაუსვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენი ყოფილი ცოლი გათხოვდა და ჩვენ როდის ვნახავთ პირველ ლედის? - პუტინს პირადზე შეკითხვა დაუსვეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხოს. ერთ-ერთი ქალი მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ როდის წარუდგენდა პუტინი საზოგადოებას პირველ ლედის: "ცოტა ხნის წინ გაზეთებში ეწერა, რომ ლუდმილა ალექსანდროვნა გათხოვდა და თქვენ როდის წარმოგვიდგენთ ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის?" 

"იცით, მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს, ხშირადა არა, მაგრამ ვხვდებით და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. შეიძლება უკეთესი, ვიდრე ადრე გვქონდა. მას ყველაფერი კარგად, კარგად აქვს. ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ, მეც ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. ხალხი დეპუტატებს და პრეზიდენტს იმიტომ ირჩევს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ხოლო პირადი ცხოვრება, რომელიც წარმოადგენს ინტერესს, არ უნდა იყოს პირველხარისხოვანი თემა. იქნებ ერთხელაც შევძლო თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება", - განაცხადა პუტინმა.

პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ, რომელს გადაარჩენდით? - რა უპასუხა პუტინმა 12 წლის გოგონას შეკითხვას