loader

272 დაღუპული და 1500-ზე მეტი დაშავებული მიწისძვრის შედეგად - ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

272 დაღუპული და 1500-ზე მეტი დაშავებული მიწისძვრის შედეგად - ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში 10 000 სამხედრო და 3500 პოლიციელია მობილიზებული.

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს საღამოს მოხდა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სანაპირო ტერიტორიები ყველაზე ახლოს იყო ეპიცენტრთან, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. არსებობს ცუნამის საფრთხეც.