loader

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა ე.წ. სავჩენკოს სია დაამტკიცოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა ე.წ. სავჩენკოს სია დაამტკიცოს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყალბი ბრალდებებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, 11 უკრაინელი ჰყავს დაპატიმრებული. გარდა ამისა, ყირიმში რუსეთმა უკრაინის, სულ მცირე, 10 მოქალაქე დააკავა და პოლიტიკური მოტივებით წაუყენა ბრალდება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი ნადეჟდა სავჩენკოს საქმეა.