loader

კანადაში, მაკმერიეში გაჩენილი ხანძარი სავარაუდოდ, მთელ ქალაქს გაანადგურებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადაში, მაკმერიეში გაჩენილი ხანძარი სავარაუდოდ, მთელ ქალაქს გაანადგურებს

კანადაში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ალბერტას პროვინციის ქალაქ ფორტ მაკმერეიდან სრული მოსახლეობის, ანუ 88 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ცეცხლი მომდევნო 24 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, მთელ ქალაქს გაანადგურებს. ხანძარი, რომელიც კვირას გაჩნდა, სწრაფად ვრცელდება. განადგურებულია ქალაქის 1600 დაწესებულება. დამწვარია 3000-მდე ჰექტარი მიწის ფართობი. ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.