loader

ზიკას ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო 2016 წლის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზიკას ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო 2016 წლის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის გავრცელების მიზეზით რიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების ან გადადების მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

150-მდე საერთაშორისო მეცნიერმა და ექიმმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ღია წერილით მიმართა, რომელშიც ყურადღება ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო ოლიმპიური თამაშების გამართვის არამიზნობრიობაზე გაამახილა. წერილის ავტორების განმარტებით, თამაშების სანახავად ბრაზილიაში 500 ათასზე მეტი ტურისტი ჩავა, რომლებიც ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები შეიძლება გახდნენ და დაავადება ისეთ ქვეყნებში ჩაიტანონ, სადაც ზიკას ვირუსი ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მეცნიერების მოსაზრებას არ იზიარებს და ოლიმპიური თამაშების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს. კომიტეტის განმარტებით, ვირუსი უკვე 60 ქვეყანაშია გავრცელებული და ამ ქვეყნების მოქალაქეები გამუდმებით მოგზაურობენ, ამიტომ ოლიმპიური თამაშები ვირუსის გავრცელების მიზეზი არ შეიძლება გახდეს.

ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წლის 5-დან 21 აგვისტოს მონაკვეთში გაიმართება.