loader

8 საძინებელი და ამდენივე სააბაზანო ოთახი - სად იცხოვრებს ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 საძინებელი და ამდენივე სააბაზანო ოთახი - სად იცხოვრებს ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ

2016 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. საინტერესოა, სად გადასახლდება ამერიკის პირველი ოჯახი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მისამართზე - თეთრ სახლში გატარებული 8 წლის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ობამებს უკვე შერჩეული აქვთ სახლი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და სულ რაღაც 800 კვ/მეტრი სიდიდისაა.

ასევე ნახეთ| სად შეიძლება დაიწყოს მუშაობა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?

ობამები თეთრ სახლს იანვარში დატოვებენ და 1928 წელს აშენებულ მყუდრო სახლში გადავლენ საცხოვრებლად, სადაც 8 საძინებელი, ამდენივე სააბაზანო ოთახი, დიდი სამზარეულო და გამწვანებული ეზოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახლი, რომელშიც ობამები მომავალი წლიდან იცხოვრებენ, ჯო ლოკჰარტს ეკუთვნის - ის წლების წინ თეთრ სახლში ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე მუშაობდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე