loader

სექს-მონობის მსხვერპლმა ქალბატონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექს-მონობის მსხვერპლმა ქალბატონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნორმა ბასტიდა 1967 წლის პირველ ნოემბერს მექსიკაში დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ზუსტად აქედან დაიწყო მათ ოჯახში პრობლემები. "ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა ცუდისკენ. დედაჩემი ხუთ ბავშვს უვლიდა. ჩვენ ყველა ვმუშაობდით. ბიძაჩემმა, რომელიც უსინათლო იყო და რომელზეც ვზრუნავდი, გამაუპატიურა".

რამდენიმე წლის შემდეგ ბასტიდა, რომელიც უკვე 19 წლის იყო, ქუჩაში ქალმა შეამჩნია და სამოდელო სამსახური შესთავაზა იაპონიაში. "მახსოვს, დედამ მითხრა, მეშინია, მაგრამ ვერ შეგაჩერებ, იმიტომ, რომ შეიძლება ეს ერთადერთი შანსი იყოს უკეთესი ცხოვრებისკენ".

როდესაც ნორმა იაპონიაში ჩავიდა, მას "სააგენტომ" პასპორტი ჩამოართვა და როგორც აღმოჩნდა, არანაირი სამოდელი სამსახური არ ელოდებოდა იაპონიაში. ნორმა ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანს მიჰყიდეს.
"პოლიციაში ვერ წავედი, იმიტომ, რომ იაპონიაში ვიყავი, სადაც ენა არ ვიცოდი და არც პასპორტი მქონდა, თან, როგორც პროსტიტუტი, ისე ვიყავი დარეგისტრირებული. მაგრამ ერთხელაც ნარკოტიკებით გამაბრუეს და მცემეს. როდესაც მივედი პოლიციაში, მითხრეს, რომ ცუდი გოგონა ვიყავი და ბარში ვმუშაობდი".

ბასტიდამ მოახერხა, სექს-ტრეფიკინგს კანადაში გაქცეოდა, სადაც გათხოვდა. მაგრამ მან დალევა დაიწყო და ასე ცდილობდა პრობლემებთან გამკლავებას. ამის გამო მას ოჯახი დაენგრა და შვილებთან ერთად მარტო დარჩა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მის უფროს ბიჭუნას ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ნორმასთვის, მან სმას თავი დაანება და ღამღამობით სირბილი დაიწყო. ერთხელაც მას ასეთი იდეა მოუვიდა თავში: ნორმამ გადაწყვიტა, ის გზა დაეფარა, რომელსაც სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლნი გადიოდნენ. 2014 წელს, 65 დღის განმავლობაში ბასტიდამ კანკუნიდან (მექსიკა) ვაშინგტონამდე ირბინა, ველოსიპედით იარა და იცურა. შედეგად მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა ტრიატლონში (სირბილი, ველორბოლა, ცურვა).