loader

სტამბოლში Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე მომხდარ თავდასხმას არეულობები მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბოლში Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე მომხდარ თავდასხმას არეულობები მოჰყვა

სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
რამდენიმე ასეული ადამიანი სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიასთან შეიკრიბა და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეებმა თურქ პოლიტიკოსებს ფაშისტები და მკვლელები უწოდეს.

პროტესტის მიზეზი ბრიტანულ როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს.

თავდამსხმელთა თქმით, მაღაზიაში შეკრებილი ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმედნენ, რაც დაუშვებელია. თურქი გულშემატკივრების მხარდასაჭერად Radiohead-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავდასხმა დაგმო.