loader

იაგუარმა ოლიმპიურ ჩირაღდანთან ფოტოსესიის დროს ჯაჭვები აიწყვიტა და ჯარისკაცს დაესხა თავს - ცხოველი ადგილზე მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაგუარმა ოლიმპიურ ჩირაღდანთან ფოტოსესიის დროს ჯაჭვები აიწყვიტა და ჯარისკაცს დაესხა თავს - ცხოველი ადგილზე მოკლეს

იაგუარი, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას, მოკლეს. ცხოველს მანაუსის შტატის ზოოპარკში, ოლიმპიურ ჩირაღდანთან და სამხედროებთან ერთად უღებდნენ ფოტოებს, როდესაც ჯაჭვები აიწყვიტა და ერთ-ერთ ჯარისკაცს დაესხა თავს. იაგუარს ტრანკვილიზატორი ოთხჯერ ესროლეს, თუმცა მაინც ვერ გააჩერეს, რის გამოც მისი ლიკვიდირება გახდა საჭირო. რიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, ფოტოსესიაში დაბმული ველური ცხოველის გამოყენება შეცდომა იყო. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე, რომელიც აგვისტოში გაიმართება, ჩირაღდანს ბრაზილიის მასშტაბით, ქალაქიდან ქალაქში გადასცემენ.