loader

"მე ყოველთვის ვლოცულობდი ერდოღანისთვის" - გიულენის პირველი კომენტარი თურქეთის მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ყოველთვის ვლოცულობდი ერდოღანისთვის" - გიულენის პირველი კომენტარი თურქეთის მოვლენებზე

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ფეთჰულა გიულენი პირველ კომენტარს აკეთებს. აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად ასახელებს, ყველა ბრალდებას უარყოფს. გიულენის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა გაუმართლებელია, რადგან ქვეყანა ამ გზით ვერ განვითარდება. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი ქვეყანაში მსგავს ქმედებებს. გიულენის თქმით, ის ყოველთვის ერდოღანისთვის ლოცულობდა.