loader

10 დაღუპული და 21 დაშავებული, მიუნხენში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 დაღუპული და 21 დაშავებული, მიუნხენში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ

10 დაღუპული და 21 დაშავებული, მიუნხენში ტერაქტის შემდეგ პანიკაა. სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" მომხდარ თავდასხმას გერმანიაში ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა მოულოდნელად ხალხს დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივმა პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და ხალხის ევაკუაცია მოახდინა. პარალიზებული იყო ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები თავდამსხმელის პოვნას ცდილობდნენ, პარალელურად კი დაღუპულებიდან ერთ-ერთის იდენტიფიკაციას ახდენდნენ, რადგან ის შესაძლო თავდამსხმელად მიიჩნეოდა. მიუნხენის პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდამსხმელს თანამზრახველებიც ყავდა, რაც არ დადასტურდა.