loader

თურქეთში ძალოვანებს ნატო-ს ბაზა "ინჯირლიკი" აქვთ ბლოკირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ძალოვანებს ნატო-ს ბაზა "ინჯირლიკი" აქვთ ბლოკირებული

თურქეთში ძალოვანებს ნატო-ს ბაზა "ინჯირლიკი" აქვთ დაბლოკილი, სადაც უსაფრთხოების ზომების შემოწმება მიმდინარეობს. ამის შესახებ "Hurriyet" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბაზის ირგვლივ შვიდი ათასი ძალოვანი იმყოფება. აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელი გახდა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც ბაზასთან ახლომდებარე ქალაქ ადანში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

თურქეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაზაზე მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმება მზადდება. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი რიგზეა.
"ინჯირლიკის" ბაზა, ერთდროულად, თურქი და ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.