loader

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. Haber Turkey-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ სანაცვლოდ ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტების გახსნას გეგმავს. ერდოღანის თქმით, ეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო შენაერთების მეთაურები და პოლკოვნიკები თავდაცვის მინისტრს დაექვემდებარებიან. ამ დროისთვის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო გენერალური შტაბია.
ერდოღანის განმარტებით, თავად შეიარაღებული ძალების მეთაური და დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსი უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს დაემორჩილებიან.

ერდოღანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ეს მცირე პაკეტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.