loader

ერევანში მძევლად აყვანილი ორი მედიკოსი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში მძევლად აყვანილი ორი მედიკოსი გაათავისუფლეს

ერევანში, საპატრულო დაცვის სამსახურის შენობაში შეჭრილმა პირებმა მძევლად აყვანილი ორი მედიკოსი გაათავისუფლეს.
"ექიმმა ნორაირ ტევანიანმა და მედდა მალინა მარქარიანმა შენობის დატოვება შეძლეს, როდესაც მათ დაჭრილი გამოჰყავდათ", - განაცხადეს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ექიმების ჯგუფი შენობაში მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 27 ივლისს აიყვანეს, როდესაც ისინი დაჭრილებისთვის დასახმარებლად შევიდნენ. მათ შორის ორი ექიმი, ექთანი და მედდა იყო. ერთი ექიმი წინა დღით გაათავისუფლეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეიარაღებულ პირებს შენობაში არც ერთი მძევალი არ ჰყავთ.

17 ივლისს შეიარაღებული დაჯგუფება ერევანში მდებარე პოლიციის სამმართველოში შეიჭრა, ისინი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ.