loader

ერევანში აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა

სომხეთის დედაქალაქის პოლიციის ერთ-ერთ შენობაში შეჭრილი შეიარაღებული პირების მხარდამჭერებმა გვიან ღამით ბაგრამიანის გამზირზე აქცია გამართეს. აქციზე ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. აქციის სხვა მონაწილეებმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოახერხეს, მაგრამ მამაკაცმა დამწვრობა მაინც მიიღო. ინციდენტი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს მოხდა. დემონსტრანტები პოლიციის შენობაში შეჭრილ შეიარაღებულ დაჯგუფებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. გასულ ღამეს პოლიციის შენობაში გამაგრებულებმა სნაიპერის შაშხანიდან, დაახლოებით 400 მეტრის მანძილიდან პოლიციელს ესროლეს. 30 წლის იურა ტაპანოსიანი მანქანაში იჯდა, როდესაც ის მოკლეს.