loader

ტეხასში სროლის შედეგად 30 წლის ქალი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეხასში სროლის შედეგად 30 წლის ქალი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა

ამერიკაში ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ცენტრალურ რეგიონში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სროლა მოხდა.

პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სროლის შედეგად 30 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული, თუმცა დაზიანების სიმძიმე ცნობილი არ არის. პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა. ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ორივე სროლა ერთსა და იმავე რაიონში მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.