loader

დედას გულმა უგრძნო, რომ ლატარიაში მილიონს მოიგებდა - ოჯახი 61, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედას გულმა უგრძნო, რომ ლატარიაში მილიონს მოიგებდა - ოჯახი 61, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა

"ევრომილიონის" ჯეკპოტი დევისების ოჯახმა მოიგო. ბრიტანული ოჯახი 61, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა. მომგებიანი ბილეთის შეძენა სტეფანი და კორტნი დევისებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აშშ-ში სამკურნალოდ წასულმა დედამ დარეკა და შვილს ევრომილიონის ბილეთის ყიდვა სთხოვა. 53 წლის სონია დევისს ფლორიდაში ოპერაცია გაუკეთდა, მას სიმსივნე ამოკვეთეს. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ დედა შვილებს დაუკავშირდა და ლატარიის ბილეთის აუცილებლად შეძენა სთხოვა. როგორც მან განმარტა, წინათგრძნობა ჰქონდა, რომ მის გარშემო რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო. დეივისებმა ბილეთი მართლაც შეიძინეს და მილიონერები გახდნენ. მოგებულ თანხას ისინი ქველმოქმედებასაც მოხმარენ.