loader

მორიგი აფეთქება თურქეთში - დაჭრილია 50 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი აფეთქება თურქეთში - დაჭრილია 50 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე საავადმყოფოსთან მდგარი პოლიციის ავტომობილი იყო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაჭრილია სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე. პოლიცია ტერორისტების ძებნის ოპერაციას ახორციელებს.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.