loader

სასულიერო პირების მკვლელობა: ნიუ იორკში მუსლიმთა იმამი და მისი თანაშემწე მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასულიერო პირების მკვლელობა: ნიუ იორკში მუსლიმთა იმამი და მისი თანაშემწე მოკლეს

ნიუ იორკში მუსლიმთა იმამი და მისი თანაშემწე მოკლეს. მკვლელობა ქუინსის რაიონში მდებარე ერთ-ერთ პარკში მოხდა. 55 წლის იმამი და 64 წლის თანაშემწე მეჩეთიდან გამოვიდნენ, რა დროსაც მათ უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ესროლა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი მარტო მოქმედებდა. მუსლიმთა იმამისა და მისი თანაშემწის მკვლელობის გამო ქუინსის რაიონში მუსლიმმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დანაშაული მუსლიმთა მიმართ არსებული ზიზღის გამო მოხდა, პოლიციის განცხადებით კი, გამოძიება დაწყებულია და ჯერ ვერ ასახელებს მკვლელობის მოტივებს.