loader

თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 30, დაშავებულია 100-მდე ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 30, დაშავებულია 100-მდე ადამიანი

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას, პირველი მონაცემებით 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 94 ადამიანი.

აფეთქების ხმა 20 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე გაისმა, როცა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში ქორწილი აღინიშნებოდა. ქორწილის სტუმრები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

ქალაქი გაზიათეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. გაზიანთეფის ოფიციალური პირების განმარტებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაისმა ხმა.

ჯერჯერობით აფეთქება თავის თავზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სალიმ ტაივარი, მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრი, ტვიტერზე გამოთქვამს ვარაუდს, რომ აფეთქების უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.